,,სასამართლოზე ზეწოლა, ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომის შანსის პროპორციულია. რაც უფრო იკვეთება მისი გათავისუფლების შესაძლებლობა, მით მეტ წნეხს განიცდის სასამართლოც. პოლიტპატიმრების არსებობის თაობაზე ეჭვები არც დასავლეთს აღარ აქვს და მითუმეტეს, ჩვენს ხალხს. სწორეს დეკლარირებული პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ გვქონდა მშვიდობიანი აქცია. დაგვარბიეს მღებრიშვილის მეთოდებით, შემოგზავნეს რამდენიმე ვიგინდარა, რომელთაც შეურაცხყვეს აქციის მონაწილეები და გამოიწვიეს აგრესია. პოლიციამ შეგვიზღუდა თავისუფლად საჯაროდ შეკრების უფლება, გამოიყენა ძალა და სრულიად უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება კანონის წინაშე მართალ ადამიანებს. პრემიერ მინისტრმა გაითვალისწინოს ის შედეგი, რაც ამ პროვოკაციებს, დევნას და ძალადობას მოჰყვება - ეს მხოლოდ მისი და მისი პატრონის პასუხისმგებლობაა, რასაც ვერ ასცდება. გაგცემთ საკადრის პასუხს!", - განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






