,,ტაბულა გმობს პრემიერის სახლთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას, მათ შორის არის ტაბულას ფოტორეპორტიორი, დაკავებისას პოლიციელებმა იცოდნენ, რომ ის იყო ტაბულას ფოტორეპორტიორი და ის ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ამის მიუხედავად ის მაინც დააკავეს. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, გამოიძიონ ეს დანაშაული, ვინაიდან ჟურნალისტური საქმინობისათვის ხელის შეშლა არის სისლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ტაბულა მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გაათავისუფლოს დაკავბულები, მათ შორის ტაბულას ფოტორეპორტიორი. ტაბულა მოუწოდებს პოლიციას დაკავდეს თავისი საქმიანობით, გახშირებული მკვლელობებისა და დანაშაულებების აღკვეთით და თავი დაანებოს პოლიტიკური ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის დევნას. პრემიერის და ოლიგარქის მყუდროება არ არის გადასახადის გადამხდელის უპირველესი სატკივარი", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა შს სამინისტორსთან გვიან ღამით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ტიპის დაპატიმრებები ატარებს თუ არა ქვეყანაში დიქტატურის ნიშნებს, ,,ნიუპოსთან" კომენტარში თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ,,ეს მოსალოდნელია და ცხადია, ეს უკვე ბრძოლის სხვა ხარისხში გადატანაა".
თამარ ჩეგოლიშვილის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მან უკვე მიმართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ,,უკვე მივმართე საელჩოებს და ცხადია, ხვალ დილიდან უფრო აქტიურად გავავრცელებ ინფორმაციას ამის შესახებ", - აღნიშნა ტაბულას რედაქტორმა ,,ნიუპოსტთან" კომენტარში.
პრემიერ მინიტრის სახლთან მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეები რომეო საჯაია, სალი მახარაშვილი, კობა ნაროუშვილი და ბონდო თიღიშვილი დააკავეს, - აცხადებს ანი ნადარეიშვილი, რომლის განმარტებითაც დაკავებულთა ადგილმდებარეობა უცნობია.
დაკავებულთა შორისაა, ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე. როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, ალექსანდრე გიორგაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.
აქცია დღეს საღამოს პრემიერმინისტრის სახლთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა გამართეს. ისინი სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ და ბაჩო ახალაიას მიმართ მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






