წალკაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მცირეგაბარიტიანი ტექნიკა გადაეცათ
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:55, 19 Oct, 2014     2212

წალკის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი ტექნიკის გადაცემას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრო. მინისტრმა წალკის რაიონში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს 37 მოტობლოკის კომპლექტი და დამატებით 34 ხელის სათესი გადასცა.

“კოოპერატივების სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს სხვადსხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს, მათ შორის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამას“, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მიწათოქმედების განვითარებას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზე ორიენტირებული ახალი პროექტების განხორციელებას და ხელშეწყობის პოლიტიკას მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“ ითვალისწინებს იტალიური წარმოების - 1700 მოტობლოკისა და 2000 ხელის სათესის - გადაცემას თვითღირებულების მხოლოდ 23 პროცენტის გადახდის პირობით. მოტობლოკები გაიცემა კომპლექტში და მოიცავს მოტობლოკს, სათიბს, გუთანს, კულტივატორსა და ხელის სათესს.

ერთ კომპლექტზე დამატებით ერთი ხელის სათესი, სიმბოლურ ფასად (1 ლარად), გადაეცემა ისეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა: ყველა მეპაიე არის დევნილი, ან/და ეკომიგრანტი; საქმიანობის ადგილი არის მაღალმთიანი რეგიონი; საქმიანობის ადგილი არის საზღვრისპირა ზოლში; საქმიანობის ადგილი არის ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი.

პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, მცირეგაბარიტიან ტექნიკზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სააგენტოსთან ერთად მზად არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განაცხადები სრულად დააკმაყოფილოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი ტექნიკის გადაცემას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის საინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში საოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე დავით გალეგაშვილიც ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42