მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
საზოგადოება - 12:49, 19 Oct, 2014     758

მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ადგილზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა და ადგილობრივი თვითმართველობისწარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

წლების განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ფუნქციონირებდა და ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე ეკოლოგიურ და სანიტარიულ პრობლემებს უქმნიდა. მას შემდეგ, რაც ნაგავსაყრელი მართვაში გადაეცა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“, ჩატარდა საჭირო კვლევა, შემუშავდა პოლიგონის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო აქტიური სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. მათ დასრულების შემდეგ, მარნეულის ნაგავსაყრელი ადამიანებისა და გარემოსთვის უსაფრთხო იქნება.

მოქმედ ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა და მარნეულის გამგებელმა მოინახულეს ტერიტორია, სადაც 2015-2018 წლებში მარნეულის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანიტარიული ნაგავსაყრელი აშენდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42