შსს აკადემიას მარნეულის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ
საზოგადოება - 12:30, 19 Oct, 2014     687
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის საჯარო სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით შედგა. მოსწავლეების სტუმრობის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესების გაღრმავება და ხელშეწყობა.

შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა 30 მოსწავლეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების მიღების პროცედურები და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგია გააცნეს. ბავშვები ასევე დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე – „სწავლება აკადემიაში“. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოზარდებმა შსს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, განსაკუთრებით დიდი მოწონება ახალგაზრდებში იმიტირებული სასამართლო დარბაზის, სასაზღვრო გამშვები პუნქტის, რეალური და იმიტირებული ტირების დათვალიერებამ გამოიწვია.

შსს-ს აკადემიაში მოსწავლეების ვიზიტი შემეცნებითი ხასიათის იყო, რაც ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. ახლო მომავალში შსს-ს აკადემიას ბოლნისის, დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებიც ეწვევიან.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42