შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ კინოჩვენება ზესტაფონში გაიმართა
კულტურა - 12:22, 19 Oct, 2014     1703

შსს-ს არქივის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია…“ კინოჩვენება რეგიონებში იმართება. რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ გადაღებული ფილმი შსს-ს არქივის წარმომადგენლებმა პირველად ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარადგინეს. კინოჩვენებას შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, იმერეთის გუბერნიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფილმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ.

ორგანიზატორებმა ფილმის წარდგენა იმერეთის რეგიონში, ქალაქის დღესასწაულს - „ზესტაფონობას“ დაამთხვიეს. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა საგანგებო საარქივო გამოცემა ,,არქივის კვალდაკვალ - ზესტაფონი“, რომელიც რაიონის მაცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ. გამოცემის რამდენიმე ეგზემპლიარი იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ.

კინოჩვენებასთან ერთად დრამატული თეატრის შენობაში მოეწყო გამოფენა „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“. საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილი იყო იმ მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტების ნაწილი, რომლებიც შსს-ს უნიკალურ არქივშია დაცული.


შსს-ს მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა რამდენიმე კვირის წინ თბილისში გაიმართა. ფილმში საზოგადოება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას გაეცნო, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული. ფილმზე მუშაობის დროს ილიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის ხელახალი შესწავლაც ჩატარდა. ფილმში მოქმედება მეოცე საუკუნის სამ ეპოქაში ვითარდება, რაც მას უფრო შთამბეჭდავს და დინამიურს ხდის. ფილმში მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა და სახელოვანმა მსახიობმა მიიღო. შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება სხვა რეგიონებშიც ახლო მომავალში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42