აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ტრაპიზონის აბრეშუმის გზის ბიზნესმენთა რიგით სამიტზე იმყოფება. ტრაპიზონის აბრეშუმის გზის ბიზნესმენთა სამიტში დაახლოებით 350 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. გარდა ამისა, სამიტს ესწრება წევრი ქვეყნების მინისტრები, მათი მოადგილეები, მაღალი რანგის მოხელეები და ბიზნესმენები. ასევე მიწვეულები არიან იმპორტის უნარიანობის მქონე საკვები პროდუქტების, ტექნოლოგიების, სამშენებლო მასალების, სამანქანო წარმოების სექტორის კომპანიები, რომელთაც აქვთ ტურიზმში ინვესტირების პოტენციალი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტრაპიზონის აბრეშუმის გზის ბიზნესმენთა სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მან დამსწრე საზოგადოებას რეგიონის საინვესტიციო გარემო და პოტენციალი გააცნო. სამიტში მონაწილეობენ ავღანეთის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბულგარეთის, ჩინეთის, საქართველოს, ინდოეთის, ალბანეთის, ირანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, მოლდავეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, რუმინეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და საბერძნეთის წარმომადგენლები.
მიმდინარე წელს სამიტი იმართება თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის და ტრაპიზონის სავაჭრო -სამრეწველო პალატის ორგანიზებით.
მასალის გამოყენების პირობები






