„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა მუხრან ბურჭულაძემ საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა, თემაზე: დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობა. სადაც განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა თავისუფალი მედია, სიტყვის თავისუფლება, უმცირესობები დღეს და თავისუფალი სასამართლო.
"ჩვენს ევროპულ კურსს მომავალი არ უწერია თუ არ მოვახდინეთ უპირველეს ყოვლისა საზოგადოების მენტალური ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. დემოკრატიზაციისთვის დღეს წამალივით აუცილებელია და მითუმეტეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გამარტივებულიც, ევროპული ბაზრის ათვისება, რუსული ბაზარი ვერ იქნება ამის ალტერნატივა და მითუმეტეს მიმზუდველი, რომლის პოპულარიზაციაც ხდება დღეს.
ჩვენ ვერ გავხდებით იმ ოჯახის ნაწილი, რომლის ფუნდამენტური ღირებულებაც ადამიანი და მისი თავისუფლებაა, თუ ვდევნეთ ოპონენტები, უმცირესობები, თუ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღვძარით სისხლის სამართლის საქმეები სახელმწიფო გადატრიალების მზადებისთვის, რაც რეალურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობაა.
ინფორმირებულობა და შემოსავალი ესაა ძირითადი ფაქტორი რაც დემოკრატიას განამტკიცებს, ხსნა კი ინვესტიციების მოზიდვასა და ხელმისაწვდომ განათლებაშია. მთავრობა კი გეუბნებათ დაბრუნდით სოფელში და მიხედეთ ყანას, სოფელში საიდანაც ინვესტორები გაყარეს.
ჩვენ არ უნდა გვყავდეს კანონის წინაშე პრივილეგირებული პირები, თუ ვინმე ხელყოფს ადამიანის უფლებას, მან პასუხი უნდა აგოს და სწორედ ასე მივიღებთ ლიბერალური ღირებულებების მქონე საზოგადოებას, ასე აღვკვეთთ დანაშაულს და დევნას." - აღნიშნა მუხრან ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






