ჩუღურეთის რაიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადაეცა
საზოგადოება - 16:53, 18 Oct, 2014     1433

ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადასცეს.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს, შესაძლებლობა საკუთარი სახსრებით შეაკეთოს დაზიანებული სახლები. ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, გამგეობა დაეხმარება 700-მდე სოციალურად დაუცველ და 2002 წელს მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს, განსაკუთრებით კი მათ ვინც კერძო, ძველ, დაზიანებულ სახლში ცხოვრობს.

„ჩვენ აუცილებლად ყოველ წელს უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საშუალება შეიძინოს სამშენებლო მასალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის, რადგან ახლა ზამთრის პერიოდი მოდის და მათი სახლების შეკეთება, თუნუქით გადახურვა ძალიან აქტუალური და საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მოსახლეობის დახმარებას ვცდილობთ იმ ფინანსების ფარგლებში, რაც წლის ბოლოსთვის ბიუჯეტში არის დარჩენილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 7 თვის განმავლობაში ძველმა ხელისუფლებამ მთლიანად გახარჯა მთელი წლის ბიუჯეტი და ჩვენ გვიწევს ძალიან მწირი ფინანსების ფარგლებში ხალხის დახმარება. ამ აქციას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალშიც და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხის დახმარების მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მოსახლეობის პერმანენტული დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ. მისი განმარტებით, იმ 700-მდე ოჯახს, რომელსაც ჩუღურეთის გამგეობა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში დაეხმარება, მომავალ წელს უფრო მეტი ოჯახი დაემატება. „მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს სამშენებლო მასალებით დახმარება. ჩვენ ვეხმარებით ცემენტით, ბლოკით, გოფრირებული თუნუქით. ადამიანებს,რომლებსაც წლების მანძილზე ჰქონდათ პრობლემა, ჩუღურეთის გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს.“-აღნიშნა გიორგი სოლომონიამ.

ოქტომბრის ბოლომდე 675 ოჯახს საჭიროების მიხედვით,სამშენებლო ბლოკი, ცემენტი და გოფრირებული თუნუქი დაურიგდება. აღნიშნული მასალებიის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში ორმა კომპანიამ, „ჯეოპასტმა“ და „ჯი-არ-ჯი“-მ გაიმარჯვა. ტენდერის საერთო ღირებულება 131 ათას ლარს წარმოადგენ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42