საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ დაადასტურა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი “BB-“ზე. ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირმა ქავთარაძემ განაცხადა, გამოქვეყნებული რეიტინგები საქართველოსთვის პოზიტიურია და ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაუმჯობესება ემყარება რამდენიმე ძირითად ფაქტორს, მათ შორის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში; საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.
ასევე, უწყების პოზიციით, დადებითი ფაქტორია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






