გადაცემა „რეაქციაში“ მიწვეული სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ნათია მეგრელიშვილიშვილის საუბრის დროს ირმა ინაშვილის რეპლიკა წარმოთქვა „სააკაშვილს უნდოდა გამოეყვანა ახალი ჯიში უეროვნებო,უსქესო და ურწმუნო მაგრამ ვერ გადაგვაჯიშეთ არ გამოგივიდათ“
"ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია აქამდე, თქვენ როგორ მაკადრეთ მე რომ „ვერ გადაგვაჯიშეთ“ ? როდისმე მიცდია თქვენი გადაჯიშება?"- მიმართა მეგრელიშვილმა ინაშვილს.
ირმა ინაშვილის თქმით, მას ნათია მეგრელიშვილის სიტყვებმა გაახსენა სააკაშვილის სურვილი ქართველი ადამიანის გადაჯიშების შესახებ და ის სააკაშვილს ყოველთვის აკადრებს ამის თქმას.
„რაც გინდათ ის აკადრეთ სააკაშვილს, მაგრამ მე ნათია ვარ მეგრელიშვილი, არა ვარ სააკაშვილი, ნათიას ნუ დააბრალებთ იმას რაც გინდათ რომ დააბრალოთ სააკაშვილს, მე არ ვარ მიშა."- განაცხადა ნათია მეგრელიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






