დღეში 7 ლარი- მოსახლეობის დიდი ნაწილს ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ხელი არ მიუწვდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:02, 17 Oct, 2014     3083

საქართველოში ერთი ადამიანის სამომხმარებლო ფულადი ხარჯი დღიურად 7.2 ლარს შეადგენს, აქედან სურსათის წილი მხოლოდ 2 ლარია, საარსებო მინიმუმის ყოველდღიური ხარჯი კი 5.19 ლარს არ აღემატება.

ექსპერტების გათვლით კი, დღეს ამ რაოდენობით თანხას ან უფრო ნაკლებს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20-30%-მდე, ანუ 900 ათასიდან 1.3 მლნ-მდე ადამიანიც ვერ ხარჯავს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილს სრულყოფილ კვებაზე, დასვენებასა თუ სხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ხელი არ მიუწვდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიტ 2013 წელს ერთი ადამიანის მთლიანი ხარჯი ერთ თვეში 242.1 ლარი იყო . აქედან ფულადი ხარჯი 218.6 ლარია, ანუ დღეში 7.2. (2014 წლის მონაცემები 2015 წელს გამოქვეყნდება) შარშან ერთი ადამიანი სურსათზე თვეში 61 ლარს , ანუ დღეში დაახლოებით 2 ლარს ხარჯავდა, ტრანსპორტზე თვეში 17.4 ლ-დღეში 0.58 ლ, კომუნალურ გადასახადზე თვეში 18.4ლ- დღეში 0.61ლ.

ექსპერტული გათვლებით იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც დღეში 5.19 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, შესაძლოა 20%-დან 30 % მდე იყოს.

ექსპერტების თქმით, შესაძლოა საარსებო მინიმუმზე მეტს ხარჯავდეს ადამიანი, მაგრამ იყოს ღარიბი.

„საქსტატის“ სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ ორსულიანი ოჯახის არსებობისთვის 2014 წლის სექტემბერში 220,8 ლარი იყო საკმარისი, სამსულიანისთვის-248.4, ოთხსულიანისთვის -275.9, ხუთსულიანისთვის 310.4 ლარი, ექვსულიანისთვის კი 367 ლარი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საარსებო მინიმუმის დღევანდელი მაჩვენებელი რეალობისგან მოწყვეტილია და ის ტენდენციის გამომხატველი უფროა, ვიდრე რეალობის.


წყარო "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42