ალექსანდრე ჭიაკაიძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საზოგადოება - 15:07, 17 Oct, 2014     1471
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში „ვეტერანის პარკის“ გახსნა დაანონსდა. 2015 წლის 17 ოქტომბერს მერიის მხარდაჭერით ვეტერანის პარკი გაიხსნება, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების დროს დაღუპული გმირების 4000 სახელობითი ხე დაირგვება.

დღეს ღონისძიებაზე შეკრებილმა სტუმრებმა სახელობითი ხეები დარგეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა სიმბოლურად დარგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს დაღუპული გმირის - ჟიული შარტავას სახელობითი ხე.
სტუმრებს სიტყვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიმართეს. ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, თბილისის მერი, მთავრობის, პარლამენტის, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 17 ოქტომბერი „ვეტერანის დღედ“ გამოცხადდა. 1995 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო კანონი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ. სწორედ ამ დღეს დაუკავშირდა 17 ოქტომბრის „ვეტერანის დღედ“ გამოცხადება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42