არასამთავრობო ორგანიზაცია ”კავკასიური ლიგა“ ნიკა სიხარულიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამოს მართავს.
ღონისძიება აბაშის კულტურის ცენტრში 18 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართება.
ახალგაზრდას ხერხემლის მე-5 მალის დაზიანება აქვს, რის გამოც მას გადაადგილება არ შეუძლია და ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. აღნიშნული კონცერტი სარებილიტაციოდ საჭირო თანხის შეგროვებას ემსახურება.
ღონისძიების პარტნიორები არიან:
სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო (ტრანსპორტირების ხარჯები, ბანერი)
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ (ღონისძიებაში მონაწილე პოეტები)
ადგილობრივი გამგეობა (ფართი კონცერტის ჩასატარებლად)
არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოცხალი აბაშა“ (ფლაერები, მონაწილეების დაბინავება)
ღონისძიებაში მონაწილეობენ:
დები გოგოჭურები
ანსაბლი „დათვისჯვარი“
პოეტები: სალომეძიძიგური, მახოარაბული, მარიამჩარგაზია, გურანდაბერია, ანდრეამოსეშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






