საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეოპერაციის საქმის განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს
საზოგადოება - 12:24, 17 Oct, 2014     1804

აქციის ფონზე მიმდინარეობს ეწ. ნავთლუღის სპეოპერაციის საქმის დასკვნითი ნაწილი. საქალაქო სასაამართლოსთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ტრანსფარანტებით არის შეკრებილი.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები სასამართლოს ეზოში იმყოფებიან. მათ აქვთ სიმბოლური მსვლელობა, თუმცა თავდაპირველად პოლიციამ და სასამართლოს მანდატურის სამსახურმა აქციის მონაწილეები სასამართლოს ეზოში არ შეუშვა, რადგან კანონით ტრანსფარანტების გაშლა და აქციის ჩატარება სასამართლოს ეზოში არ შეიძლება.

აქციის ორგანიზატორები არიან "წინააღმდეგონის მოძრაობა და ასევე "პატრიოტთა ალიანსი“. ისინი აცხადებენ, რომ დღეს სასამართლოსთან ერთადერთი მიზნით შეიკირბნენ და ითხოვენ სამართლიან მართლმსაჯულებას.

მათი ინფორმაციით, ისინი არ ენდობიან მოსამართლეს, რომელიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს იხილავს.

„აუცილებელია დღეს სამართლიანი მართლმსაჯულება და ჩვენ დღეს უბრალოდ არ ვითხოვთ ამ სამართლიან მართლმსაჯულებას, ჩვენ მოვითხოვთ მას, იმიტომ რომ არსებობს ბრალდების მხარის დასკვნა, ჩვენ გავეცანით მას და ის არის მტკიცებულებებით გამყარებული. დადასტურებული აქვს პროკურატურას, რომ 2006 წლის იანვარში ადგილი ჰქონდა ნავთლუღში 3 ახალგაზრის მკვლელობას, ასევე ადგილი ჰქონდა პატიმართა წამებას“,- განაცხადა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მოსამართლე არის კუბლაშვილის ახლო ნათესავი და როგორც ადრე კუბლაშვილი ახდენდა ზეოწლას სასამართლო სისტემაზე, არ არის გამორიცხული ახლაც ამ საქმეზეც მოხდეს გარკვეული ზეწოლა“,- განაცხადა უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

„როდესაც ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩენია და პროვოკაციებზე მიდის მხოლოდ , ჰყავს შექმნილი ბანდფორმირებები, გაუგებარი ადამიანებისგან შემდგარი, რომელბიც არიან აგრესიაზე გადასული, იმუქრებიან ადამიანების განადგურებით და ასრულებენ კიდეც თავდასხმების სახით. ხელისუფლება არის აგონიაში“,- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ამ წუთებში სასამართლოს დაბაზში მიმდინარეობს ბაჩო ახალაიას და სხვა ბრალდებულების დასკვნითი სიტყვის გაცნობა. როგორც ადვოკატებმა სხდომის დასაწყისში განაცხადეს მათი სიტყვა დაფუძნებული იქნება იმ წინააღმდეგობებზე, რომელიც ბრალდების მოწმეების დაკითხვისას გამოიკვეთა. რაც შეეხება ბრალდებას ისინი აცხადბენ, რომ დაცვისგან არანაირ სიახლეს არ ელოდებიან.

დღევანდელი პროცესით სრულდება ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა. დღევანდელი პრიცესის შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი გავა სათათიბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად.

აქციის მონაწილეები კი ჯერჯერობით არ წყვეტენ აქციას და აცხადებენ, რომ დღესვე საკუთათ მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებს გააცნობენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42