ათასამდე ბუჩქოვანი ტუია, ასეულობით ნეკერჩხალი, ნაძვი და მუხა დირსის უბანში ირგვება. საცხოვრებელი კომპლექსის გამწვანების ეტაპი აქტიურ ფაზაში შედის. დირსის პირველი მობინადრეები საკუთარ ბინებში უკვე ნოემბრის თვიდად გადავლენ. დღეს ისინი დირსის საცხოვრებელ კომპლექსში სამუშაო პროცესის უშუალო მონაწილეები გახდნენ და უბნის გამწვანების აქციაში ჩაერთვნენ.
საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ეზოებში ბინების მესაკუთრეებმა ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები დარგეს. როგორც ისინი ამბობდნენ, ამ ნაბიჯით დირსისა და თბილისის ეკოლოგიურ განვითარებაში მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს.აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ბავშვები, უფროსები და ისინიც, ვისაც ხის დარგვის შესაძლებლობა აქამდე ჯერ არ მისცემია. ღონისძიების დასასრულს დირსის მომავალმა მობინადრეებმა ცენტრალური ოფისისაკენ გადაინაცვლეს, სადაც გამწვანების აქცია სიმბოლურად - მწვანე ხით გაფორმებული ტორტით აღნიშნეს.
დირსის პროექტში მნიშვნელოვანი როლი რეკრეაციულ ზონას უკავია. კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ დირსის გამწვანების მასშტაბი სამჯერ აღემატება იმ ნორმას, რასაც კანონი სამშენებლო კომპანიებს აკისრებს.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში საშუალოდ 26 ათასი კვ.მ.-ის გამწვანება იგეგმება. საცხოვრებელ კომპლექსში უკვე მოტანილია ათასეულობით სხვადასხვა სახეობის ნარგავი. მათ შორის არის როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი, ნაყოფის მომცემი, ბორდიურის მოსაპირკეთებელი და ეგზოტიკური მცენარე. ნეკერჩხლისა და მუხის სამი სხვადასხვა სახეობით უკვე გამწვანებულია დირსის ბულვარი.
გამწვანების სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა. იგება ფილაქანი, მონტაჟდება ბაღის სავარძლები და სრულდება კომერციული ობიექტების მოპირკეთების სამუშაოები. აღნიშნული ფართები მოსახლეობისათვის საყვარელი ბრენდებს, სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტებს და კაფე-ბარებს დაეთმობა.



მასალის გამოყენების პირობები






