ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიუსაფართა თავშესაფრებს საშეშე მერქანი გადასცა
საზოგადოება - 19:19, 16 Oct, 2014     1512

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მოსკოვის გამზირზე განთავსებულ მიუსაფართა თავშესაფარს 30 კუბური მეტრი საშეშე მერქანი გადასცა.

სათბობი შეშით უსახლკაროების დახმარების გადაწყვეტილება სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაზიანებული ნარგავების მოვლითი ღონისძიებების ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივანში, 155 გამხმარი ხე მოიჭრა. მოჭრილი ხეების ტრანსპორტირება და დასაწყობება თავად სამსახურმა უზრუნველყო.

სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, აღნიშნული ინიციატივით ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური იღებს არა მხოლოდ გარემოსდაცვით, არამედ სოციალურ პასუხისმგებლობასაც.

„გადავწყვიტეთ, ხმობის შედეგად მოჭრილი ხეები, მიზნობრივად, აუცილებელი სოციალური საჭიროებებისთვის გამოვიყენოთ და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ზამთრისთვის შეშით მოვამარაგოთ“- განაცხადა მან. მისი თქმით, აქცია ერთჯერადი არ არის და არსებული რესურსის გათვალისწინებით, მომავალშიც გაგრძელდება.

გამხმარი და მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეებისგან შესაბამისი ტერიტორიების გაწმენდის საშემოდგომო სამუშაოები სამსახურმა 24 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ოქტომბრის ბოლომდე, თბილისის შემოსასვლელში დამატებით 300-მდე ხე მოიჭრება და სათბობად ასევე უსახლკაროთა თავშესაფრებს გადაეცემა.

მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, 2014 წლის შემოდგომაზე, თბილისის მასშტაბით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის 18.000-მდე ნერგი დაირგვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42