ფრთხილად! საქართველოში ახალი ნარკოტიკი შემოდის, რომელიც სიკვდილს იწვევს
საზოგადოება - 16:46, 16 Oct, 2014     18787
ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ უკვე ერთი თვეა თურქეთიდან უცხო წარმოშობის ნარკოტიკი გადმოაქვთ.

„ეს ნარკოტიკი სიკვდილს იწვევს. იმ ფონზე, როცა საქართველომ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ნარკომაფიას, საქართველოში შემოდის ახალი სახეობის ნარკოტიკები „სირეცი“ და „ბანზაი“, რომლებიც ფხვნილის სახითაა გავრცელებული. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, თურქეთში ამ ნარკოტიკების თითო პაკეტის ფასი ყოფილა 10 ლირა, საქართველოში კი ღირს პაკეტი 50 დოლარი. ნარკოტიკი საქართველოში გადმოედინება გადამზიდავი კომპანიების საშუალებით და ეს კომპანიებიც ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ მოდით, ამ ჯერზე მაპატიეთ, ამ სახელებს მე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტყვი. ანუ ნარკოტიკი ქვეყანაში შემოდის ავტობუსების დახმარებით, ნარკოტიკები ბაშებად, თუ რა დავარქვა, იმალება პლაზმურ ტელევიზორში, კომპიუტერში, ე.წ. ნოუთბუქებში, მანქანის მაგნიტოფონებში და საბავშვო ველოსიპედებში, საჭის მრგვალ კოლოფში, „სიდენიასა“ და უკანა საბურავის რკინაში, რაზეც ველოსიპედის კბილანები და ჯაჭვია დამაგრებული, აი, მაგ ადგილას ეგ ჯაჭვი იხსნება, სამალავი კეთდება. შსს-ს თანამშრომლებს იმ კოორდინატებსაც ვეტყვით, რომელი ქალაქიდან მოდის წამალი და ყველა იმ ინფორმაციას გადავცემთ, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ყველანაირად ვართ მზად თანამშრომლობაზე. ეს ნარკოტიკი მიედინება ქუთაისში, იქიდან კი ზესტაფონი და სამტრედია მარაგდება. მეტი რეაგირების ფორმა უნდა ჩამოყალიბდეს, რადგანაც ეს ბიზნესი ვერცხლისწყალივითაა, თავის ახალ გზას სულ პოულობს. ქუთაისში ამ „ტავარს“ ხვდება ნარკორეალიზატორი და ამის შემდეგ ხდება ამის გადანაწილება ზესტაფონისა და სამტრედიის მხარეებზე. დაახლოებით 65-70% ქუთაისში რჩება და დანარჩენი უკვე დასახელებულ ქალაქებში გადადის. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ერთი თვის მანძილზე ქუთაისში, ვითომდა დაბადების დღის აღნიშვნისთვის ერთ ოჯახში, ერთი თვის მანძილზე ერთი პიროვნებისთვის 7 დაბადების დღე როგორია? ხოდა, გადმოგზავნილია 7 საბავშვო ველოსიპედი გაძეძგილი ნარკოტიკით“, - აცხადებს ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე.

წყარო: გაზეთი "ალია"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42