თანამედროვე ადამიანისთვის სახლი მხოლოდ „თავზე ჭერი“ არაა. მნიშვნელოვანია, რომ სახლი პასუხობდეს იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომელსაც 21 საუკუნე უყენებს ადამიანს.
ადამიანს, საკუთარ სახლში სიმყუდროვის , დაცულობის, კომფორტის შეგრძნება სჭირდება. ამ კომფორტის შემადგენელი ნაწილია სახლის გეოგრაფიული მდებარეობაც. მნიშვნელოვანია, სახლი ისეთ ადგილზე მდებარეობდეს, რომ სოციალურად აქტიური ადამიანისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს გადაადგილება, დასვენება, სასწავლო, სამედიცინო და კომერციული მომსახურება.
საქართველოს დედაქალაქში ყველა ეს კრიტერიუმი გაერთიანდა ერთ პროექტში სახელად „მწვანე ბუდაპეშტი“.
საცხოვრებელ კომპლექსს – „მწვანე ბუდაპეშტი“ თბილისში, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქუჩის 22 ნომერში საერთაშორისო ჰოლდინგი „მაქროქონსთრაქშენი“ აშენებს. მშენებლობა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო.
„მწვანე ბუდაპეშტის" პრესტიჟულობას და უპირატესობას მისი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. საბავშვო ბაღი, სკოლა, მეტროს სადგური, ბანკი, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო – ეს იმ დაწესებეულებების ჩამონათვალია, რომლებიც მწვანე ბუდაპეშტის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული.
კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ საქართველოში ორი წლის წინ შემოვიდა. კომპანიის ყველაზე მასშტაბური პროექტი „მწვანე ბუდაპეშტია“, რომლის ინვესტიცია თითქმის 45 მილიონ დოლარს შეადგენს. ზუსტად ორი წლის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი ახალი, ევროსტანდარტის საცხოვრებელი კომპლექსი დაამშვენებს.
პროექტის თანახმად, სახლის მშენებლობისას, ხარისხიანობასთან ერთად, აქცენტი მის კეთილმოწყობაზე, რეკრეაციულ ზონებზე, დაცულობასა და სრულ კომფორტზე კეთდება.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ყველა სადარბაზოსთვის, ლიფტებისთვის, გარე განათებისთვის, კიბის უჯრედებისთვის და მიწის ქვეშა ავტოსადგომებისთვის, წყლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ჰიდროფორებისათვის დამონტაჟდება გენერატორები, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვისას ავტომატურად დენის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფენ. ყოველ ბინაში ინდივიდუალური გათბობის ქვაბები დამონტაჟდება.
პროექტის თანახმად, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპები, სამი სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ფიტნეს ცენტრი, ბავშვთა მოვლის ცენტრი და სარბენი ბილიკი გამწვანებული ტერიტორიის გარშემო. ტერიტორიას სრულ პერიმეტრზე შემოსაზღვრავს კედელი და ექნება ორი შესასვლელ-გასასვლელი უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტით, ე.წ. შლაგბაუმებით.
მაცხოვრებლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად, “მწვანე ბუდაპეშტის” კომპლექსი დამატებით ახალი ნარგავებით გამწვანდება.
საცხოვრებელი სახლის ხარისხის და პრესტიჟულობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი მისი რეკრეაციული ზონაა, „მწვანე ბუდაპეშტის“ სახლი განთავსებული იქნება 11 7000 კვადრატულ მეტრზე, მთელი ამ ტერიტორიის თითქმის 30% კი რეკრეაციულ ზონას უჭირავს.
„მწვანე ბუდაპეშტში“ კვადრატული მეტრის ღირებულება ამ ეტაპზე საშუალოდ 1150 დოლარს შეადგენს. კომპანია დაინტერესებულ პირებს გადახდის მოქნილ სისტემას სთავაზობს.
„მაქრო ქონსთრაქშენის“წარმომადგენელთა განცხადებით, „მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეები საჩუქრად მიიღებენ ერთწლიან მომსახურებას ტერიტორიის 24 -საათიან დაცვასა და დასუფთავებაზე, გამწვანების მოვლასა და შენარჩუნებაზე და ფიტნეს ცენტრში.
„მწვანე ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა შეიზღუდება. ეზოში შევლენ მხოლოდ მობინადრეები, სტუმრებისთვის კი გათვალისწინებული იქნება გარე პარკინგი.
პროექტის პრეზენტაცია 2014 წლის 26 სექტემბერს გაიმართა. პრეზენტაციიდან ზუსტად 2 წლის ვადაში მობინადრეებს უკვე საკუთარი ბინები ჩაბარდებათ. ამ დროისთვის ბინების 45 % უკვე გაყიდულია.
„მწვანე ბუდაპეშტი“-ს ვებ-გვერდი www.greenbudapest.ge კომპანია „ქონექთ“-მა შექმნა.მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, დაინტერესებულ პირებს კომპანიის წარმომადგენლები ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად გაყიდვების ოფისში იწვევენ, სადაც მათ ინფორმაციის მიღებასთან ერთად კომპლექსის მაკეტის და„შოუ რუმის“ ხილვაც შეეძლებათ.






მასალის გამოყენების პირობები






