სირცხვილია! ქალბატონო თამარ, სირცხვილი! - პედაგოგის წერილი განათლების მინისტრს
საზოგადოება - 22:15, 15 Oct, 2014     18849
ეს წერილი ,,ნიუპოსტის“ რედაქციას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ლომიტაშვილმა მიაწოდა. პედაგოგი, რომელმაც სერთიფიცირება წარმატებით გაიარა, დღეს განათლების სამინისტროს მიერ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების გაუქმებას ეხმაურება და თამარ სანიკიძეს წერილით მიმართავს.

,,ქალბატონო თამარ, გრივერ ფარულავა, რეზო ბარამიძე, რეზო სირაძე, ნათელა ქუთელია, ლელი ბარამიძე, რუსუდან ნიშნიანიძე, ლევან მენაბდე, რუსუდან ცანავა, მიხეილ ქურდიანი, თინათინ ბოლქვაძე, ავთანდილ არაბული, ზურაბ კიკნაძე , ხვთისო ზარიძე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროფესორ- მასწავლებლებისა, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ლექციებს მიკითხავდნენ (რამდენიმე მათგანი ცოცხალი აღარ არის, თუმცა დღესაც ხშირად ვუსმენ მათ ლექციებს)... ეს ადამიანები, როგორც ღმერთ- კაცები, მომევლინნენ და გამოძერწეს ჩემი სული, გული და პიროვნება. გავკადნიერდები და ვიტყვი, ხეირიან ფილოლოგადაც ჩამომაყალიბეს...იყო კოლოქვიუმები, ჩათვლები, გამოცდები. ბოლოს -დიპლომის დაცვა და ნანატრი დიპლომი...

ვის დაჰკარგვიხარო, ერთ მშვენიერ დღესაც გამომიცხადეს. გამოცდების ჩაბარება მომთხოვეს, რათა ჩემი პედაგოგისუნარიანობა დამემტკიცებინა. ვიზუთხე პიაჟეს, მასლოუს, ბლუმის, გარნერის და ა.შ ფსიქოლოგთა თეორიები, (ვერავინ მიხვდა, რომ ამერიკელი და ინგლისელი, თუნდაც ფრანგი ტრადიიციების მქონე ფსიქოლოგების თეორიებს ვერ მოვარგებდით ჩვენს სასწავლო პროცესს. ) რატომღაც დიმიტრი უზნაძის სახელი ეცოტავათ. პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარაება თუ ასეთი აუცილებელი და სავალდებულო იყო, რატომ გახდა ნებაყოფლობითი? ვიცი, ეს კითხვა რიტორიკულად დარჩება, მაგრამ იმედს დავიტოვებ, რომ მიპასუხებთ. საგნობრივი გამოცდისთვის რა მომზადება და მეცადინეობა მინდოდა, ზემოთ ჩამოთვლილი ჩემი პროფესორ-მასწავლებლების გვარებს გადახედეთ.

სერთიფიცირებულიც გავხდი. ("ათასლარიანი პედაგოგი" მინდოდა ვყოფილიყავი, ინგლისურისა და კომპიუტერის ჩაბარებასაც ვაპირებდი, მაგრამ ეგ გამოცდა გაუქმდა. რატომ? აბა რა ვიცი?) სერთიფიკატს რომ პირველად დავხედე, -მეორედ აღარც გამჩენია ნახვის სურვილი,- ცრემლები მომადგა. აი რას მაუწყებს: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ადასტურებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე თამარ ლომიტაშვილს, სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე, მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის უფლება. იცით რა იყო პირველი სიტყვა, რაც გავიფიქრე? გმადლობთ!- დღემდე არ ვიცი მართლა გამიხარდა თუ ირონიული იყო ეს მადლობა...

ქალბატონო თამარ, დღეს მეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არ კმარა და უნდა ჩავერთო სქემაში, რომელიც არ არსებობს... და თუ იმ ქსელში არ გავიხლართები, რომლის თავი და ბოლო კაციშვილმა ვერ გაარკვია, 2-3 წელში ჩემს სერთიფიკატს ვადა გაუვა და ისევ ჩამომერთმევა პედაგოგის სტატუსი. სირცხვილია, სირცხვილია, სხვა რომ არაფერი, სირცხვილია!

p.S. ბავშვობიდან მძულდა არქიფო სეთური, რომელიც საწყალ ხალხს ტყუილად აზიდინებდა მიწას და ფუჭ იმედს უსახავდა. სიზიფეს შრომაა ეს ყველაფერი და, ღმერთმანი, თქვენ ჩემზე კარგად იცით“, - წერს პედაგოგი თამარ ლომიტაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42