„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრს“ სამეგრელოში რეგიონალური წარმომადგენლობა ეყოლება. მის დაფუძნებას და ადგილობრივი პრობლემების გამოვლენას ემსახურებოდა „დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ თავმჯდომარის მუხრან ბურჭულაძის სამ დღიანი ვიზიტი სამეგრელოში. ორგანიზაციის საქმიანობას რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მიხეილ კორთხონჯია გაუძღვება.
მუხრან ბურჭულაძის თქმით - „მიხეილ კორთხონჯია ძალიან აქტიური ადამიანია და დარწმუნებული ვარ ის არ დაზოგავს ენერგიას იმისთვის, რომ იზრუნოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის და მათი პრობლემების მოგვარებისთვის.“.
ბურჭულაძემ რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ორგანიზაციის ახალ წევრებთან და მოსახლეობასთან.
”გავეცანით მარტვილში არსებულ მდგომარეობას და გეტყვით რომ ძალიან მძიმე ვითარებაა. მოსახლეობისთვის პრობლემებს ქმნის ცენტრალური წყალმომარაგების და ბუნებრივი აირის სისტემების არ ქონა, დასახლებულ პუნქტებში არ არის დაგებული გზები რაც განსაკუთრებით უამინდობისას ქმნის პრობლემებს. სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხსნილი აქვთ ეს სტატუსი და უწევთ უმძიმეს პირობებში ყოფნა. მოსახლეობას უსამართლოდ უწევს ელექტრო ენერგიის მოხმარებისთვის ფასის გადახდა, რადგანაც არ არსებობს ინდივიდუალური მრიცხველები. ისინი იძულებული არიან გადაიხადონ იმისათვის რაც თავად არ მოუხმარიათ. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას კი მოსახლეობასთან კავშირი ფაქტობრივად გაწყვეტილი აქვს. ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის კრიმინოგენული ვითარების დამძიმება და მოსახლეობის შიში ამ მიმართულებით.“ - განაცხადა ორანიზაციის თავმჯდომარემ.
„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებას ახსენებს მის სამსახურეობრივ მოვალეობას და მოითხოვს ზამთრის მოახლოების გათვალისწინებით მოსახლეობის საცხოვრებელი და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე დროულად იზრუნონ.
მასალის გამოყენების პირობები






