ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეხუთე შეხვედრა
საზოგადოება - 09:46, 15 Oct, 2014     586

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეხუთე შეხვედრა. კომისიის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. სხდომას ექსპერტ-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე დაესწრო. ზურაბ სიხარულიძემ კომისიის წევრებს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კუთხით მის ხელთ არსებული ინფორმაცია წარუდგინა, რომლის თანახმადაც, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების აშკარა კლება შეინიშნება. უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარადგინეს ინფორმაცია საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულება კვლავ ეფექტურად მიმდინარეობს.

შსს-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, უწყების მიერ ამოღებული, უკანონო ბრუნვაში მოქცეული ე.წ „ბიონარკოტიკი“-ს აბსოლუტური უმრავლესობა კანონის მიერ განსაზღვრულ ქიმიურ ნაერთთა კლასების რეგულაციის სფეროში ექცევა, რაც ამ ინსტიტუტის განსაკუთრებულ ეფექტურობაზე მიუთითებს. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გამკაცრდა კონტროლი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და მნიშვნელოვნად შემცირდა საზღვარზე მათი შემოდინება. ამ ნივთიერებების ძირითადი ნაწილი შემოდიოდა საფოსტო გზავნილების სახით, რაც დღეს, პრაქტიკულად, ძალიან იშვიათად გვხვდება. სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტზე, რომელიც აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას ისახავს მიზნად.

სხდომის ფარგლებში ასევე მოეწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შექმნილი, ნარკოპოლიტიკის ახალი გვერდის პრეზენტაცია, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის, მათ შორის, სახელმწიფო კომისიის საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გვერდზე არსებობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაზე ონლაინ დაშვების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობას და ამ მხრივ სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42