რუსთავი 2-ის შენობასთან ლოტკინის დასახლებაში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველები არიან შეკრებილი , რომლებიც რუსთავი ორის ეთერრში პრემიერის განცხადებასტან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ. პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ საპროტესტო აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა მართული.
„ეს პროცესი არ არის მართული არავისგან, ჩვენ 204-ე და 205-ე კორპუსის მაცხოვრებლებმა გავაპროტესტეთ კორპუსიდან გამოსახლება, ამ კორპუსის მაცხოვრებლების 90 % არის ქართული ოცნების მხარდამჭერი, არიან პარტიის წევრებიც, ძლივს მოვიშორეთ ნაციონალური მოძრაობა, იმათგან ჩვენ არ ვიმართებით ნამდვილად, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიმართლისთვის, რომ არ დავრჩეთ ქუჩაში“ - განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ იმედი აქვთ მთავრობა გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ არ გამოასახლებენ .
ლოტკინის დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სოციალურად დაუცველი 108 ოჯახი 2003 წლიდან ცხოვრობენ. მათი განმარტებით მათი საცხოვრებელი სახლები უკანონოდ გასხვისდა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა პერმანენტული აქციების ჩატარებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






