ვაგზლის მოედანზე დევნილთა საცხოვრებელში ზარალს ითვლიან - დამწვარია 1000 კვ. მეტრი
საზოგადოება - 15:16, 14 Oct, 2014     1619

თბილისში დევნილთა საცხოვრებელი დაიწვა. თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი დევნილთა საცხოვრებლის მესამე სართულზე გაუჩნდა. დაიწვა 1000 კვ.მეტრი ფართობი. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ბრიგადები. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი შესაძლოა ელექტროგაყვანილობისგან გაჩნდა, ისინი ასევე არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი.

„ეს არის კარგი ადგილი, ადრე დაიწვა კიდევ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ამბობენ, რომ სპეციალურად დაიწვა და ესეც აქ უპატრონო ხალხი ცხორვეობს და დაწვეს სპეციალურად რომ გამოსახლონ ეს საწყალი ხალი, მეც ლტლოვილი ვარ 21 წელია ვწვალობთ დავიწვათ ამ ცეცხლში და დამტავრდება მაინც ჩვენი ამბავი“,- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ამ დროისთვისაც მიმდინარეობს ხანძარსაწაინააღმდეგო სამუშაოები. მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს მოქალაქეთა ევაკუაცია, შესაბამისად დაშავებული არავინ არ არის.

მოსახლეობა ამ წუთებში მეხანძრეთა დამხარებით ცდილობს საკუთარი სახლებიდან გამოიტანონ გადარჩენილი ნივთები. შემთხვევის ადგილზე მუშაობს 29-მდე სახანძრო ეკიპაჟი, ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცნო დახმარების ჯგუფები.

შემთხვევის ადგილას ასევე იმყოფებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელიდა მაჟორიტარი დეპუტატი რომელბმაც დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს.

„უნდა გავაერკვიეთ რამდენია ზარალი, ასევე რამდენი დაზარალებული ოჯახების რაოდენობა, დავითვლით ზარალს და მაქსიმალურად ვეცდებით რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ადამიანების როგორც მინიმუმ ჯერ-ჯერობით დაბინავება“,- განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42