სტუდენტების თქმით, სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი დავით ნარმანიას ნათესავია
საზოგადოება - 13:09, 14 Oct, 2014     2090

სამხატვრო აკადემიის წინ შეკრებილი სტუდენტები ახალი რექტორისა და ქალაქის მერის ნათესავურ კავშირზე მიუთითებენ. მათი თქმით, ახლად არჩეული რექტორი გია გუგუშვილი დავით ნარმანიას წინასაარჩევნო კლიპებში მეუღლესთან ერთად მონაწილეობდა.

აქციის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი მოხდა საპატრულო პოლიციასა და უმაღლესთან შეკრებილ სტუდენტებს შორის. ახალგაზრდები არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები 11:00 საათის ნაცვლად, 09:00-ზე ჩატარდა, გარდა ამისა, კიდევ ერთი დარღვევა, მათი თქმით, საარჩევნო პროცესში მხოლოდ 2 კანდიდატის მონაწილეობაა.

აკადემიაში განმარტავენ, რომ არჩევნების ჩატარების დრო სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გამო გადატანეს, რადგან თანამშრომლებს საშუალება მისცემოდათ მცხეთაში წასულიყვნენ. ახლად არჩეული რექტორი კი აცხადებს, რომ მზად არის სტუდენტებთან მოლაპარაკებები გამართოს.

სამხატვრო აკადემიასთან შეკრებილი 20-მდე სტუდენტი მხარს უჭერს რექტორობის მსურველ ყოფილ კანდიდატს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. უარი მას აკადემიის დებულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ეთქვა.

დებულების მიხედვით, რექტორობის კანდიდატი აუცილებლად დარგობრივი პროფესორი უნდა იყოს. გიორგი ეძგვერაძე დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. მან სასამართლოში არჩევნების შედეგის გაბათილების მოთხოვნით სარჩელი უკვე შეიტანა.

ახალი რექტორი აკადემიურმა საბჭომ 8 ხმით 2-ის წინააღმდეგ დღეს აირჩია. სტუდენტების აქცია ამ დრომდე გრძელდება და ისინი ხვალიდან მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42