სამხატვრო აკადემიაში დღეს რექტორს აირჩევენ. თუმცა შესაძლოა ჩატარებული კენჭისყრა გაბათილდეს, თუ სააპელაციო სასამართლო აკადემიური საბჭოს მიერ მოხსნილი კანდიდატის, გია ეძგვერაძის სარჩელს დააკმაყოფილებს.
ეძგვერაძეს, რომელსაც მხარს სტუდენტები უჭერენ - არჩევნებში მონაწილეობაზე უარი აკადემიის დებულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ეთქვა.
დებულების მიხედვით, რექტორობის კანდიდატი აუცილებლად დარგობრივი პროფესორი უნდა იყოს. არჩევნებში მხოლოდ 2 კანდიდატი მოანწილეობს - გია გუგუშვილი და ნანა იაშვილი. ყოფილი კანდიდატი კი დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს.
არჩევნებს სამხატვრო აკადემიაში 10 კაციანი აკადემიური საბჭო ჩაატარებს, რომელშიც თითო ფაკულტეტიდან 2-2 კაცია წარმოდგენილი.
რექტორობის მსურველმა კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანიაც ჩაატარეს და აკადემიის თანამშრომლებს საკუთარი ხედვა გააცნეს.
მასალის გამოყენების პირობები






