არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდია რაჭაშიც გაიცემა
საზოგადოება - 14:24, 13 Oct, 2014     1347

შიდა ქართლის რეგიონის შემდეგ, არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდიის გაცემა რაჭაშიც დაიწყო.

ვაშლის ჩაბარების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია გაეცნენ.

„ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, 9 ოქტომბრიდან მოსახლეობისგან ვაშლის ჩაბარებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს GEO-FLOWER-ის ხილის გადამამუშავებელი ქარხანა ახორციელებს.

,,ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება გრძელდება. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მოსახლეობისთვის. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა არაერთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ხილის გადამამუშავებელი კომპანია GEO-FLOWER, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, წარმოების გაზრდას გეგმავს. სეზონზე ქარხანაში 500 ტონამდე არასტანდარტული ვაშლის მიღებას ვარაუდობენ. მაღალმთიანი რეგიონისთვის, ისეთის როგორიც რაჭაა, ამ ტიპის საწარმოების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. ეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადგილობრივის წარმოების ზრდას და ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

დღეისათვის, რაჭაშიშპს GEO-FLOWE-ის ქარხანამ 30ტონაზე მეტი არასტანდარტულივაშლი მიიღო. აღნიშნული კომპანია მშრალ ხილსაც აწარმოებს. GEO-FLOWE-ი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვი სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სესხის აღებას და წარმოების გაფართოვებას აპირებს. წარმოებული მშრალი ხილი ექსპორტზე გერმანიაში გადის. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 50-მდე ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით,საქართველოს მასშტაბით ჯამში მიღებულია 15 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, სუბსიდიის სახით გაცემულმა თანხამ 1,5 მლნ ლარამდე შეადგინა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ,,არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროექტი“ აქტიურად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში და საქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42