მთავრობას - გამოფხიზლდით ბატონებო, ქვეყანას უიმედობის ტალღა ემუქრება
საზოგადოება - 13:59, 13 Oct, 2014     1226

მთავრობის ეფექტური საქმიანობა ნიშნავს არსებული რესურსების ათვისების ხარისხს. რაც მეტია რესურსი, მთავრობას მეტი შანსი ეძლევა გახდეს წარმატებული. ამ თვალსაზრისით, რესურსების გენერირება არის ერთ-ერთი უმთავარი ამოცანა, რაც კი შეიძლება მთავრობას გააჩნდეს. მთავრობის წარმატების ინდექსის კვლევა, რომელსაც „აიფიემ კვლევები“ ატარებს, უჩვენებს მთავრობის მიმდინარე მუშაობის ეფექტურობას (საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი), მომავალში ამ მუშაობის შედეგად მისაღები შედეგების აღქმის/აღიარების ხარისხს მოსახლეობაში (მომავლის წარმატების ინდექსი) და ამ ორი ინდექსური სისტემის ბაზაზე გამოთვლილ მთავრობის რეიტინგს ცალ-ცალკე სხვადასხვა საქმიანობებისათვის.

გარდა იდეოლოგიური, ფულადი, ნაციონალური (მაგალითად წიაღისეული) და საკომუნიკაციო რესურსებისა, არსებობს რესურსებში მთავარი - ადამიანური რესურსი. ეს რესურსი რამდენიმე მდგენელზეა აგებული, მათ შორის კომპეტენციის, შრომის უნარიანობის და მომავალში წარმატების რწმენის მდგენელზე. ეს უკანასკნელი, ისედაც უკიდურესად მწირი ადამიანური რესურსის ფონზე, ქვეყანაში კატასტროფული სისწრაფით ვარდება.

მთავრობის მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის, ისევე როგორც წარმატების მოლოდინისა და მთავრობის საქმიანობის რეიტინგის პარამეტრები, სექტემბრის თვეში, რეგრესს განიცდის. რამდენიმე პუნქტით შემცირდა ჯანდაცვის, საგარეო ურთიერთობების, ასევე პოლიციისა და ადამიანის უფლებების საქმიანობის მიმართულებები. მხოლოდ ერთი მიმართულების, ტერიტორიული მთლიანობისა და ჯარის თემა გაიზარდა რამდენიმე პუნქტით. დასაქმების ინდექსი რეკორდულ დაბალ ნიშნულს - მინუს 55%-ს აღწევს. მაქსიმალურ მნიშვნელობას მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი, განათლებისა და მეცნიერების საქმიანობაში,იღებს და მხოლოდ 12%-ს შეადგენს. ყველაზე დიდი ვარდნა პოლიციის საქმიანობას აქვს (18 პუნქტი), აგრეთვე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებას (16 პუნქტი).

წარმატების მოლოდინის შემთხვევაში ვითარება რთულია, რადგან უკლებლივ ყველა საქმიანობა, ერთი თვის განმავლობაში, მინიმუმ 10 პუნქტით ეცემა. დასაქმების მოლოდინის ინდექსი ნულს უტოლდება. მაქსიმალურ მნიშვნელობას ჯანდაცვის მიმართულება იღებს - 20%. მკითხველს შევახსენებთ, რომ განსხვავებით მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსისა, წარმატების მოლოდინის ინდექსი ზომავს მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაოების ეფექტს მომავალში, 3 წლის პერსპექტივით. ვითარება ამ თვალსაზრისით ძალზედ რთულია, რადგან საშუალოდ 7%-იანი წარმატების მოლოდინის ინდექსი ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქალაქეები ნაკლებად არიან მოტივირებულნიგანახორციელონ საკუთარი რესურსების, მათ შორის დროითი და ფულადი რესურსების ინვესტირება მომავალში. ეს ყველაზე ნეგატიური შეფასებაა, რომელიც ბოლო პერიოდში ემპირიულ კვლევებში დაფიქსირდა.

საბოლოო ჯამში, სექტემბერში, მაღლა მოცემული ორი ინდექსის ბაზაზე გამოთვლილი მთავრობის საქმიანობის რეიტინგი ასევე დაეცა რამდენიმე პუნქტით, მათშორის პოლიციის რეიტინგი 11%-ით, ადამიანის უფლებები 10%-ით და მთავრობის დამოკიდებულების რეიტინგი ხალხისადმი 8%-ით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42