მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფი დაადგინა
საზოგადოება - 13:21, 13 Oct, 2014     3113

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კვლევა-ანალიზის შედეგად მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის (საბითუმო) ახალი ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. ახალი ტარიფი სამ მობილურ ოპერატორს „მაგთიკომს“, „ჯეოსელს“ და „ბილაინს“ დაუწესდა.

კომისიის გადაწყვეტილებით 2015 წლის 1 იანვრიდან მობილური ბაზარზე ურთიერთჩართვის (საბითუმო) ახალი ზედა ზღვრული ტარიფი 3.5 თეთრი იქნება.

შეგახსენებთ, დღეს მობილური ოპერატორებისთვის „მობიტელისთვის“(„ბილაინისთვის“), „მაგთიკომისთვის“ და „ჯეოსელისთვის“ ურთიერთჩართვის 5 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფი მოქმედებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად უფლებამოსიალია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გამოავლინოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორები და თავისი გადაწყვეტილებით დააკისროს მათ სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დაუწესოს ზედა ზღვრული ტარიფები. კომისიამ ბოლო ათი წლის განმავლობაში კვლევა-ანალიზის ჩატარების შედეგად არაერთხელ გადახედა მობილური საბითუმო ბაზრის ურთიერთჩართვის ტარიფს და 22.8 თეთრიდან ეტაპობრივად 3.5 თეთრამდე შეამცირა.

სამივე მობილურ ოპერატორს კომისიის გადაწყვეტილებით ახალი ურთიერთჩართვის ტარიფის ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე საკუთარ ვებგვერდებზე შეცვლილი სატარიფო გეგმების გამოქვეყნებაც დაევალათ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42