მირზა შაფის ქუჩის პროექტზე ღია არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდება
საზოგადოება - 13:20, 13 Oct, 2014     1806

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში - მირზა შაფის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაზე ღია არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადოს.

დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელობამ უარი თქვა წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როცა სამსახური, მხოლოდ ინვესტორთან მოლაპარაკების გზით, პროექტს მწვანე შუქს უნთებდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა არქიტექტურის სამსახურმა პროექტის შესაქმნელად ღია არქიტექტორული კონკურსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებაზე კონკურსი თბილისის მერიასა და ინვესტორს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ცხადდება. საკონკურსო კომისია შეარჩევს სამ პროექტს, რომელთაგან ერთ გამარჯვებულ ნამუშევარს აირჩევს და შეისყიდის ინვესტორი. საკონკურსო კომისიაში, თბილისის მერიის წარმომადგენლების გარდა, მოწვეული იქნებიან ყველა დაინტერესებული და უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რათა თავიდან იქნას აცილებული პროექტის მიმდინარეობის შეფერხება.

2014 წლის 10 ივლისის დ/13/12/28 წერილით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დადებითი შეფასება მისცა არქიტექტურის სამსახურში შემოსული AR1235271 განაცხადით მირზა შაფის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებას. საკითხი შემდგომი განხილვისათვის ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიასწარედგინა.

წარმოდგენილი კორექტირებული გრგ კომისიისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმისათვის, რომ საკითხს არ მისცემოდა უარყოფითი შეფასება, დამატებითი შესწავლისა და განხილვის მიზნით, კომისიამ საკითხი განუხილველიდატოვა. ამის შემდეგ, თბილისის საკრებულოსა და თბილისის არქიტექტურის სამასხურის ინიციატივით, დაიწყო სამუშაო შეხვედრები ინვესტორთან. თბილისის საკრებულოს, არქიტექტურის სამსახურსა და პროექტის ინვესტორს შორის გაიმართა ორი შეხვედრა პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. საბოლოოდ, მხარეები ღია კონკურსის გამოცხადებაზეშეთანხმდნენ.

თბილისის მერია გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,ხელი შეუწყოს ზემოაღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებას, როგორც ქალაქის სამომავლო განვითარების, ისე ინვესტორის ინტერესების სასარგებლოდ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ასევე, ეთანხმება ღია კონკურსის გამოცხადებას და მზად არის, კონკურსში ჩაერთოს.

მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება თბილისის წინა მთავრობამ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ისეთი პროექტის შედგენა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებდა ისტორიული უბნის სპეციფიკას, მეორე მხრივ კი, დააკმაყოფილებდა ინვესტორს. აქედან გამომდინარე, წლების განმავლობაში იცვლებოდა პროექტი, თუმცა, ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მისვლა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. თბილისის არქიტექტურის სამსახური გამოთქვამს იმედს, რომ ღია არქიტექტურული კონკურსი მოხსნის ყველა კითხვასა და პრეტენზიას, რაც წლების განმავლობაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას თან ახლავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42