შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხებზე უბნის ინსპექტორების გადამზადება გრძელდება
საზოგადოება - 09:51, 13 Oct, 2014     698
შსს-ს აკადემიაში ტრენინგი ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს სამეგრელოს და ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ. აღნიშნული ფართომასშტაბიანი ტრენინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის უკვე რამდენიმე თვეა ტარდება. ტრენინგების კურსი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით ხორციელდება და მასში თითოეული დანაყოფიდან შერჩეული ორ-ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი მონაწილეობს.
ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მართავენ. სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე. ტრენინგზე ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც მომხდარი შემთხვევების, ასევე თეორიული საკითხების საფუძვლიანი განხილვა. პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამზადებას გადიან, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ. მათ უფლებამოსილებაში ასევე შედის არა მარტო კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და მონაცემების ანალიზი. აღნიშნულ საქმიანობას შს მინისტრის ბრძანებით 2014 წელს შექმნილი „ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია“ გაუწევს კოორდინაციას. კომისიის წევრების პირველი შეხვედრა უკვე შედგა, სადაც შსს-ს წარმომადგენლებმა მოისმინეს არასმთავრობო სექტორის რეკომენდაციები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
მიმდინარე ტრენინგები ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით ატარებს. აღსანიშნავია, რომ შს მინისტრის განკარგულებით, განხორციელდა შემაკავებელი ორდერის შევსების მექანიზმის სრულყოფა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს მიეცათ აღნიშნული დოკუმენტის შევსების უფლებამოსილება იმ ტერიტორიულ ერთეულებშიც, სადაც მოქმედებს საპატრულო პოლიციის სამსახური. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, იმართება დისკუსიები ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა სახალხო დამცველის ოფისთან.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42