პრეზიდენტი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო გახსნას ოჯახთან ერთად დაესწრო
კულტურა - 13:18, 12 Oct, 2014     2834
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო გახსნას დაესწრო. ფესტივალი, რომელიც, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიხსნა. მოგვიანებით, ფესტივალის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით “შატო მერე”-ში მიღება გაიმართა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი - სპეციალურად ჩამოსხმული ღვინო გადასცეს.

ქვეყნის პირველი პირი კლასიკური მუსიკის საღამოს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და ქალიშვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად ესწრებოდა.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ფესტივალის ფარგლებში კლასიკური მუსიკის ხუთი კონცერტი გაიმართება სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაში მაღალპროფესიონალი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები არიან. მრავალფეროვან პროგრამაში მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა და კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებებია შესული, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება. ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართება მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. ღონისძიებას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42