დავით ნარმანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:08, 12 Oct, 2014     2534

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში „ტოიოტა მოტორს კორპორეიშენის“ ახალი დილერის -„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

როგორც ცენტრის გახსნის ცერემონიალზე დავით ნარმანიამ განაცხადა, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და რეგიონული დატვირთვის მქონე ცენტრი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თბილისი რეგიონის საქმიანი ეკონომიკური ცენტრია.

"მე რამდენიმე თვის წინ დავათვალიერე მშენებლობა, დღეს შედეგი სახეზეა, ცენტრი ამუშავდა, გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა კონკურენციაც, რას მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ იზრდება ხარისხიან სერვისზე მოთხოვნა, ცენტრში დასაქმებული ადამიანების ოჯახებში კი დამატებითი შემოსავალი ჩნდება.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორის გეგა მეთეფშიშვილის თქმით, ცენტრი უნიკალურია კავკასიის რეგიონში თავისი მასშტაბებით და "ტოიოტას" ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და ორიენტირებულია მომსახურების უმაღლეს ხარისხზე. მისივე თქმით, ცენტრში ინვესტირებულია 15 მილიონამდე ლარი, დასაქმებულია 120 ადამიანი.

ცენტრის გახსნაზე აღინიშნა, რომ განახლებული სერვისი ახალ შენობაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ცენტრი განთავსებულია 10 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისცენტრს. ცენტრი გათვლილია დღეში საშუალოდ 250 ავტომობილის მომსახურებაზე. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „თიბისი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ „ტოიოტა მოტორს“ ევროპიდან (TME), „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი“ იაპონიიდან (TTC) Japan, მთავრობის წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და სხვა საპატიო სტუმრები.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42