რაჭველებს რთველის შეუფერხებლად ჩატარების გარანტიები მისცეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:17, 11 Oct, 2014     3898
კახეთის შემდეგ, რთველი რაჭაში მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რაჭა-ლეჩხუმი ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი დაათვალიერეს და რთველის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

რთველი 2014 რაჭაშიც წარმატებით მიმდინარეობს. ოთარ დანელიამ ხარის გუბერნატორთან ერთად სოფელ სადმელში კერესელიძეების ოჯახსაც ეწვია. კერესელიძების ოჯახი წელს 3 ტონამდე ყურძნის ჩაბარებას აპირებს.

,,ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა გრძელდება. დარგის ხელშეწყობამ და ჩვენს მიერ გატარებულმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ მოსახლეობა ახალი ვენახების გაშენებას იწყებს. ისევე როგორც კახეთში, რაჭაში რთველი წარმატებით მიმდინარეობს. მევენახეემა 600 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე ჩააბარეს. ამ ეტაპზე დაახლოებით 100-150 ტონა ყურძენია ჩასაბარებელი. გვინდა ავღნიშნოთ, რომ არცერთ მევენახეს დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მინისტრი საკოორდინაციო შტაბში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილესთან იური ნოზაძესთან ერთად ბუგეულის ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესსაც დაესწრო და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად გლეხებისგან მოისმინა. ოთარ დანელიამ გლეხებს რაჭაში რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩატარების გარანტია მისცა.

ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა 5 ოქტომბერს გახსნა. აღნიშნული შტაბი რთველის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს. შტაბის წევრები ხელს უწყობენ რაჭის რეგიონის მევენახეებს, ორგანიზებულად მოახდინონ ყურძნის რეალიზაცია.

,,რაჭაში რთველი მალე დასრულდება. რამდენიმე დღეში მოსავალი სრულად დაიკრიფება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ყურძნის ჯიშების სისუფთავე, რაც იმის გარანტია იქნება, რომ მომხმარებელი ნამდვილი ხვანჭკარის შეძენას შეძლებს. რაც შეეხება ფასს, შარშანდელი რეკორდული ფასები წელსაც შენარჩუნდა. ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე მოთხოვნა დიდია და შესაბამისად, ფასიც მაღალია - 1 კგ-ს ფასი 8 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამ ეტაპზე რაჭის რეგიონში ყურძენს 14 ღვინის კომპანია იბარებს. 11 ოქტომბრის მონაცემებით რაჭაში მოკრეფილია 600 ტონაზე მეტი ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული), მოსახლეობის შემოსავლებმა 5 მლნ ლარს მიაღწია.

საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ე.წ. ხვანჭკარის ღვინის მასალაზე ანუ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისა და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ.

რთველის მიმდინარეობის პერიოდში, ამოქმედდა ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა და კომენტარებისათვის მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე: rtveli2014@georgianwine.gov.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42