რას ედავება „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ლევან გახელაძეს და ხათუნა ბერძენიშვილს
საზოგადოება - 16:05, 11 Oct, 2014     1931
ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს და საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ხათუნა ბერძენიშვილს პოლიტიკურ ტენდენციურობაში ადანაშაულებენ.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჭულუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან გახელაძე თავის ინტერვიუებში ყოველთვის მიუთითებდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია, რასაც მოწმობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები.

„აღსანიშნავია, რომ აქ საუბარია გაეროს მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც წინასაარჩევნოდ სატელევიზიო არხების საინფრომაციო მიუკერძოებლობის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებდა და ამ მონიტორინგის შემსრულებელი იყო „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (CRRC). ეს ის ორგანიზაცია, რომელიც NDI საქართველოსთვის ატარებდა და ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს და რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ლევან თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა.

საზოგადოებაში NDI საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევების სანდოობა ძალიან დაბალია და მისი დაბალი სანდოობა პირდაპირ უკავშირდება CRRC-ს, როგორც შემსრულებელ ორგანიზაციას, შესაბამისად მის მიერ ჩატარებული სატელევიზიო არხების დამოუკიდებლობის მტკიცებაც არადამაჯერებელია“ - განაცხადა გიორგი ჭულუხაძემ.

გიორგი ჭულუხაძის თქმით, ამ პოზიციას ამყარებს ის გარემოებაც, რომ დღეს ლევან გახელაძე და ქალბატონი ხათუნა ბერძენიშვილი ერთი ორგანიზაციის, „სამართლის თაობის“ წევრები არიან, რომელშიც ასევე გაწევრიანებულია „თავისუფალი ზონის“ წევრიც. ორგანიზაცია პოლიტიკური ტენდენციურობის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ ხათუნა ბერძენიშვილი რამდენჯერმე თბილისის მერიასთან ,,თავისუფალი ზონის“ მიერ გამართულ აქციაზე შეამჩნიეს.

„გამომდინარე იქედან, რომ ქალბატონი ხათუნა ბერძენიშნვილი, ბატონები ლევან გახელაძე და ლევან თარხნიშვილი დღეს გაცხადებულად წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობაზე საუბარი თავის დროზე იყო იმ სქემის ნაწილი, რომლითაც მოქმედებდა მთელი სისტემა“ - აღნიშნა გიორგი ჭულუხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42