ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს და საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ხათუნა ბერძენიშვილს პოლიტიკურ ტენდენციურობაში ადანაშაულებენ.
ბრალდების საფუძვლად ორგანიზაციის წევრები ასახელებენ იმას, რომ გახელაძე და ბერძენიშვილი არაერთხელ შეამჩნიეს „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად გამართულ აქციებში თბილისის მერიასთან.
ბრალდებას ლევან გახელაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდება ცილისწამებაა, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ კი მისთვის უცნობია:
„ამ ორგანიზაციას საერთოდ არ ვიცნობ, რამდენიმეჯერ ტელევიზორში მინახავს მათი ბრიფინგები, ვის უმტკიცებენ რამეს, ჩემთვის გაუგებარია, უბრალოდ შემიძლია მივხვდე, ვის უმტკიცებენ ერთგულებას. უმტკიცებენ იმ ადამიანებს, ვისგანაც რაღაც გამორჩენას ელიან და არიან დაკავებული იარლიყების მიწებებით“, - აცხადებს ლევან გახელაძე.
მასალის გამოყენების პირობები






