სამცხე-ჯავახეთში დღეს ფარავანის ახალი ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა. ქვეყნის ამ განახლებადი ენერგიის პროექტში ევრობანკი ერთერთი ძირითადი დამფინანსებელია. ჰესის გახსნისას შეკრებილ საზოგადოებას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა:
„თურქეთი ჩვენთვის არის ერთერთი უმსხვილესი ინვესტორი და ძალიან მიხარია, რომ ბოლო დროს წარმატებით არაერთი ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. თურქული ინვესტიციების დიდი წილი მოდის საქართველოს ელექტროსექტორზე. კერძოდ კი, ჰოდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. ენერგოსექტორი კი არის ის სფერო, რომლის განვითარებაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ეკონომიკის აღმავლობასთან. ელექტროსექტორის განვითარებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის რეალურად ფეხზე დაყენებას. ჰესების მშენებლობა და ინვესტიციები ასეთ პროექტებში არის რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება საქართველოს ენერგოსექტორში,“-განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






