,,წერილი წითელ ინტელიგენციას“ -თავისუფლების შიშით შეპყრობილმა მონებმა დააქციეთ ქვეყანა...
საზოგადოება - 14:27, 11 Oct, 2014     3362
,,ეს წერილი ახალგაზრდულმა ჟურნალმა ერთი სტუდენტისგან მიიღო. ეს ის სტუდენტი, ის ახალგაზრდაა, 90-იანებში რომ დაიბადა; ზვიადი რომ ესმოდა და მერაბი; მათი ღვაწლი ბავშვობიდან რომ გაითავისა და საქართველოს უახლესი ისტორიის კულუარულ და პიკანტურ დეტალებში გაერკვა. იქ წითელი ინტელიგენციათავის ჩვეული სიწითლით დაინახა და პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა თითის გაშვერა ახალი თაობისკენ, კერძოდ, მისი უწიგნურობისა და გაუნათლებლობისკენ. ვისი ბრალია ეს? ჩვენი თუ თქვენი – ,,ინტელიგენტების“ -ამის ახსნას შევეცდები.

დავიწყებ იმით, რომ მე, ისევე, როგორც ჩემი თანატოლები, დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე და ეს თქვენი დამსახურება ნამდვილად არაა! ჩემი და ჩემი თანატოლების ბავშვობა, პირველ რიგში, მილიონობით მშიერ ადამიანთან, დაობლებულ და დაქვრივებულ ოჯახებთან ასოცირდება; ომგამოვლილ, დაქცეულ და მრავალ ტკივილგადატანილ ხალხთან; ათასობით დევნილთან და დაკარგულ მიწა-წყალთან. თუმცა ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ.

თქვენ, თავისუფლების შიშით შეპყრობილმა ,,ინტელიგენტებმა“ ,მონებმა, დააქციეთ და მოიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. თქვენ ჩაკალით ყველაფერი თავისუფალი საკუთარი უსუსურობის დასაფარად, ნაწილმა კი -საკუთარი კეთილდღეობისთვის. თქვენ დაამხეთ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, თქვენ ჩამოიყვანეთ ედუარდ შევარდნაძე, თქვენ დუმილით ,,უძლებდით“ მის რეჟიმს, შემდეგ ისევ თქვენ მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი, თქვენ იღებდით თანხებს ბიზნესმენებისგან და შემდეგ თქვენვე მოიყვანეთ ხელისუფლებაში. თქვენს ხელსა და თქვენს სინდისზეა საქართველოს ისტორიის შავი ლაქები. თქვენ მოკალით ზვიად გამსახურდია თქვენი მონური, თავისუფლებისადმი პანიკური შიშით. ისე დაგეცათ თავზე დამოუკიდებლობა, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწარით. თითოეული თქვენი ამოსუნთქვით კლავთ ილიას და გვასწავლით, თითქოს მხოლოდ ბერბიჭაშვილმა მოკლა. დღესაც ნოტაციებით გამოდიხართ და წყვეტთ, რა არის სიმართლე და რა არა, როცა მთელი თქვენი აქტიური ცხოვრება სიმართლესთან ბრძოლაში გაატარეთ. თქვენ ქმნით დინებას, მიჰყვებით მას უფსკრულამდე და ცდილობთ გაიყოლოთ ჩვენი აზროვნებაც; მას კი, ვინც მის წინააღმდეგ გაცურავს, ნერვიც არ გიტოკდებათ, ისე დაახლით ტყვიას ზურგში.

თქვენს სინდისზეა საქართველოს დღევანდელი და გუშინდელი დაცემა და ვიდრე შუბლისძარღვგაწყვეტილები მომავლისკენ გაიშვერთ ხელს, ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა გუშინ და გუშინწინ.

მოსემ 40 წელი ატარა ებრაელი ერი 2 წლის სავალ გზაზე დათვითონაც კი არ შესულა აღთქმულ მიწაზე. თქვენ რა გახდით ასეთი უნამუსო და გამყიდველნი,კვლავ რომ ჩნდებით და რჩებით საზოგადოების თვალსაწიერში ჩვეულ ასპარეზზე. შეგახსენებთ: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42