„რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში?“ - თბილისში ახალი ძეგლი დაიდგმევა
საზოგადოება - 13:55, 11 Oct, 2014     3205
თბილისის მერია, სკოლა-სახელოსნო „ტემპერა“ და „ტფილისის ჰამქარი“ იწყებენ კონკურსს - „რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში?“. სპეციალურად ამისთვის facebook-ში შეიქმნა ახალი აპლიკაცია - „რა ძეგლს ვისურვებდი“.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სკოლა-სახელოსნო „ტემპერას“ დამფუძნებელმა, მარიამ ქუთათელაძემ განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. ბავშვებმა მათთვის სასურველი ქანდაკება პლასტელინისგან უნდა გამოძერწონ, გადაუღონ სურათი და ატვირთონ ფეისბუქის შესაბამის გვერდზე.

კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრების თიხაში შესრულებას ხელოვნების სახელოსნო „ტემპერა“ უზრუნველყოფს, რის შემდეგაც ქანდაკებები თბილისის საკრებულოს შენობაში გამოიფინება. საუკეთესო ნამუშევრის ავტორები სიმბოლურად დასაჩუქრდებიან. საკონკურსო განაცხადების მიღება 6 ნოემბრის 00:00 საათზე შეწყდება.

ჟიურის წევრები არიან: ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ურბანისტი ლადო ვადოსანიძე, მხატვარი მამუკა ცეცხლაძე, მსახიობი ნატა მურვანიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიგებაშვილი.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, კონკურსის იდეა ძალზე მიმზიდველია, რადგან ამ ასაკის პატარებს ყველაზე თამამი და ორიგინალური იდეები უჩნდებათ. „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იდეა - ერთად ვიზრუნოთ თბილისზე, ყველა ასაკისა და თაობის ადამიანის ქალაქის განვითარებაში ჩართვას გულისხმობს. სწორედ ამ ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ჩვენი შვილები ჩვენს ქალაქზე ზრუნვას. საინტერესო იქნება მათი თვალით დანახული თბილისი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი ბავშვებს და მშობლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, რათა ღირსეულთა შორის ღირსეული გამოვლინდეს.

დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს, სკოლა სახელოსნო „ტემპერას“, „ტფილისის ჰამქარს“ და ჟიურის წევრებს.

„ტფილისის ჰამქრის“ ხელმძღვანელის, ცირა ელისაშვილის თქმით, კონკურსის მონაწილეებს ორგანიზაცია ძველ თბილისში ტურს შესთავაზებს, ხოლო გამარჯვებული „ტფილისის ჰამქრის“ საპატიო წევრი გახდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42