ეკლესიის ყოველწლიური დაფინანსება 25 მილიონ ლარს არ აღემატება - ბექა ცხადაძე
საზოგადოება - 13:53, 11 Oct, 2014     1975

საინიციატივო ჯგუფის წევრი ბექა ცხადაძე მართმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობათა დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონფერენცია გამართეს, რომელზეც განხილულ იქნა მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების საკითხი:

„რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ ანტიეკლესიურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების სამიზნე გახდა. სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობათა დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონფერენცია გამართეს, რომელზეც განხილულ იქნა მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების საკითხი. მათი განცხადებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29 მილიონ ლარს იღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, აღნიშნული მაჩვენებლი არ აღემატება 25 მილიონ ლარს.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიურ ორგანიზაციათა დაფინანსების ოდენობა საგადასახადო შემოსავლების 0.8%-დან 2.3%-მდე მერყეობს. ჩვენ საანგარიშოდ 1% ავიღოთ.

2002 წლის აღწერის თანახმად, მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს მოსახლეობის 83.9%-ს შეადგენს. მართალია, წელს, ნოემბრის თვეში მორიგი აღწერა ჩატარდება , მაგრამ, სავარაუდოა, რომ კონფესიური შემადგენლობა არსებითად არ შეიცვლება.

საქართველოს 2014 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლის თანახმად, მიმდინარე წელს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გზის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა 1.77 მილიარდ ლარს შეადგენს. საიდანაც, მართლმადიდებელი მრევლის მიერ ჩარიცხული თანხა 1.485 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოში რელიგიურ ორგანიზაციათა დაფინანსების მიმართულებით, ევროპული სტანდარტების დამკვიდრების შემთხვევაში, მართლმადიდებელი ეკლესია ნაცვლად 25 მილიონისა, ყოველწლიურად მინიმუმ 75 მილიონ ლარს მიიღებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცნობიერებს სახელმწიფოს ეკონომიკურ სიდუხჭირეს და არ ითხოვს ბიუჯეტიდან იმ ოდენობის რესურსების გამოყოფას, რაც ევროსტანდარტებით ეკუთვნის.

მივმართავ ანტიეკლესიურად განწყობილ უფლებადამცველებს - მოსვენებას არ გაძლევთ მართლმადიდებელი ეკლესიის 25 მილიონი ლარით დაფინანსების საკითხი? - აღნიშნულ მაჩვენებლს 75 მილიონ ლარამდე გავზრდით!“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42