დღეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი გაიმართება
საზოგადოება - 10:52, 11 Oct, 2014     773

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერითა და საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ,,შავფაროსნების" ორგანიზებით, დღეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით დაიწყება.

ასევე, ქართული სამოსის დღის ფარგლებში კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყობა, რომელშიც 2000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქცენტირებული იქნება ეროვნული ტანსაცმელი და მოსახლეობას, ვინც ფესტივალზე გეგმავს მისვლას, სთოხვენ, ჩაცმულობა ეროვნულ სამოსს დაუახლოვონ.

ევროპის მოედანზე კი საქართველოს საბრძოლო ისტორიასთან და ეროვნულ სამოსთან დაკავშირებული გამოფენები გაიმართება, ისტორიული თავდაცვითი ნაგებობები, საქართველოს ციხე-სიმაგრეების ფოტოგამოფენა, ბუბა კუდავას ფოტოების გამოფენა - "ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები", ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა - "ქართველი მეფეების ხელმოწერები (თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ბაგრატ მეოთხის და ა.შ.) ისტორიული სამხედრო დოკუმენტები. ქართველი მჭედლების ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალის ფარგლებში რიყეზე ღია ცისქვეშ მოეწყობა სამჭედლო და მაყურებელს შეეძლება, გრდემლზე იარაღის გამოჭედვის პროცესი ცოცხლად ნახოს.

მოეწყობა ფშავ-ხევსურეთის საბრძოლო ისტორიის შესახებ დუშეთის კულტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გამოფენა. კასპის კულტურის სამსახურის გამოფენა ქართლის ისტორიული ძეგლების შესახებ. ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენები და შეჯიბრებები „შავფაროსნების“ საჩვენებელი წარმოდგენები: მშვილდოსნობა, ქალაქური კრივი, ტრადიციული ქართული შეჯიბრებები მძლეოსნობაში: მორების, ლოდების გადატანა და ა.შ ბაზიერთა შოუ. ასევე ანსამბლ "ჩვენებურების" კონცერტი, მოძრაობის თეატრის წარმოდგენები და ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42