გიორგი ქადაგიძე მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:44, 11 Oct, 2014     2647

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 10-12 ოქტომბერს, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

ყოველწლიურ შეხვედრაზე განიხილება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობისა და განხორციელების საკითხები. განისაზღვრება ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან სახელმწიფოთა მთავრობებისადმი მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.

ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში გიორგი ქადაგიძე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის ბანკის მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა კონფერენციაში, სადაც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენებას გააკეთებს.

დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრები სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან მენო შნელთან და ფრანკ ჰიმსკერკთან. გიორგი ქადაგიძე ასევე შეხვდება სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს მინ ჟუს, სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მასუდ ახმედს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს უგურ დელიკანლის. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები უკრაინისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის მმართველებთან, ასევე, სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე საფინანსო წრეების წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42