დღეს სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება. 87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესს, რომელიც „ანადოლუ ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდა, პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნის.
ჰიდროელექტროსადგური თურქულმა „ანადოლუ ჯგუფმა“ შვილობილი კომპანიის - „საქართველო ურბან ენერჯის“ მეშვეობით ააშენა და პროექტში 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
„ფარავანჰესის“ საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება 410 მილიონი კილოვატ/საათით გაიზრდება. მსგავსი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში არ აშენებულა.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე სამუშაოებზე დასაქმებული იყო 300-დან 1000-მდეადამიანი, რომელთა 60% ადგილობრივი მცხოვრებია.
„ფარავანჰესის“ ოპერირებისთვის დამატებით დასაქმდა 35 ადამიანი, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაბამისი კურსები გაიარეს.
მასალის გამოყენების პირობები






