შსს-ს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე სტუდენტებს თსუ-ს რექტორმა სერთიფიკატები გადასცა
საზოგადოება - 09:42, 11 Oct, 2014     1374

შს სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტების მიერ მომზადებული კლიპის პრეზენტაცია და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

შსს-ს მიერ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ არის მიმართული, ჟურნალისტებისთვის საუკეთესო ნამუშევარზე გამოცხადებულ კონკურსში „არა ბიონარკოტიკს“ მონაწილეობა მიიღო თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების 24 სტუდენტმა. სტუდენტებმა საკონკურსოდ 30 წამიანი კლიპი შექმნეს, თავად მოიფიქრეს შინაარსი, ფორმა, ტექსტი, თვითონვე გადაიღეს და მუსიკალურად გააფორმეს.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ გერსამია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართული სტუდენტები თსუ-ს რექტორმა აქტიური, ნაყოფიერი მუშაობისა და პროფესიონალური ხედვისთვის სერტიფიკატებით და წიგნებით დააჯილდოვა.

კლიპის პრეზენტაციასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტინარკიტიკული კამპანიის პროცესში სტუდენტების ჩართულობის და ასევე, შს სამინისტროში მინისტრის მიერ კონკურსში მონაწილე ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიის ამსახველი ფოტომასალის ამსახველი გამოფენა გაიმართა. ალექსანდრე ჭიკაიძემ ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიური მონაწილეობის, მხარდაჭერისა და სოციალური ვიდეორგოლის გადაღებისთვის სტუდენტებს სპეციალური მადლობის სიგელი გადასცა.

შსს-ს კამპანიამ „არა ბიონარკოტიკს“ და ამ კამპანიაში საზოგადოების ჩართულობამ რეალური შედეგი გამოიღო. ე.წ. „ბიო“-ს მოხმარება 90 პროცენტით არის შემცირებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42