,,ვინც იქ ჩავიდა, აცერთი მოღალატე არ იყო, მე იმას ვამბობ, რომ თუ ეს დიასპორამ გააკეთა, მაშინ უნდა მოხვიდე, მაგრამ მე ეჭვი იმაში მეპარება, რომ გამოვიდა აქ ხუბუტია და თქვა, რომ ყველაფერი მე გავაკეთეო, აი, ამაშია ჩვენი უბედურება. ხუბუტია არ მალავს ვისი ძმაკაცია, მაგრამ ისიც ვთქვათ ხუბუტია სააკაშვილის ძმაკაციცაა. ასე ვფიქრობ, თვითონ პუტინი და სააკაშვილიც ძმაკცები ხომ არ არიან? ხომ გახსოვთ ერისიონთან დაკავშირებით რა ამბავი ატყდა? აქ თუ პოლიტიკაა ჩარეული, რა თქმა უნდა, ჩვენ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. ისიც უნდა ვთქვთ და ამისი თქმა უნდა ყოველთვის ვიღაც-ვიღაცეებს, რომ ომი ჩვენ კი არ დავიწყეთ, ჩვენ წამოვეგეთ ამ უბედურებაზე, თორემ ომი პუტინმა დაიწყო, ამაზე ორი აზრი არ არის, ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ მარტო იმაზე კი არა ხუბუტიასთან ჩვენ რა ჯანდაბა გვინდა, არამედ ბერძენიშვილის ძეგლს რომ დაანგრევ და აღმაშენებლის ძეგლის მაგივრად ველოსიპედს დადგამ, ამაზეც უნდა ამოვიღოთ ხმა. არაფერი არ მინდა ვთქვა, ადრე ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ - ვერ გავიგე, ვისი ვიოლინო ვის როიალშია“, -განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






