ახალსოფლის მოსახლეობა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაუპირისპირდა. ადგილობრივები სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ და იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ რამდენიმე მეზობელი სოფლის გაზიფიცირება უკვე მიმდინარეობს.
პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა, გაზსადენზე სამუშაოებიც შეაჩერეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც. ახალსოფლელებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა პირობა მისცა, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება და მომავალი წლიდან ახალსოფლის გაზიფიცირებაც მოხდება. გამგებლის დაპირების მიუხედავად ახალსოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს:
„ოცნებას მივეცით ხმა ჩვენ ოცნება გვინდოდა, მაგრამ ვიოცნებეთ სიზმარში. გაჭირვებული ხალხი ვართ, ჩვენ გაზი არ გვინდა? შეშა მაინც მოგვიტანონ დაბალ ფასებში“, - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ნატო ყირიმელი.
გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი
მასალის გამოყენების პირობები






