ებოლას ვირუსის გამო ამ ეტაპზე საზღვრების დაკეტვის საკითხი არ დგას - სერგეენკო
საზოგადოება - 16:39, 10 Oct, 2014     2095

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ებოლას ვირუსის გამო ამ ეტაპზე საზღვრების დაკეტვის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისათვის მზადაა, რაც შესაბამისად აღჭურვილ საავადმყოფოებსა და მედიკამენტების მარაგს გულისხმობს.

აღნიშნული განცხადება დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ამ ეტაპზე არ არის საზღვრების დაკეტვის საჭიროება. უბრალოდ, ხდება საზღვრის გადმოკვეთისას მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანა და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა,“ - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრი.

ამასთან, მისი თქმით, სისტემა ებოლას ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისათვის მზადაა, რაც გულისხმობს შესაბამისად აღჭურვილ საავადმყოფოებსა და მედიკამენტების მარაგს.

ებოლას ვირუსზე უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს აკვირდებიან. ისინი საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში ძირითადად ნიგერიიდან შემოვიდნენ.

ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დასახულ სამოქმედო გეგმას მიჰყვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული ყველა ვიზიტორი საზღვარზე შემოწმებას გადის და 21 დღის განმავლობაში სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აღრიცხვაზე აყვანილ ვიზიტორებს ეძლევათ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში და დასძენს, რომ აღრიცხულ პირთა შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42