ხელფასის მეოთხედი კომუნალურ გადასახადებში იხარჯება
საზოგადოება - 16:25, 10 Oct, 2014     1310

ხელფასის დაახლოებით მეოთხედს მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებში ხარჯავს. საშუალო ხელფასსა და ხარჯს შორის აშკარა უთანაბრობაა, რაც ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონს ქმნის. რამდენს ხარჯავენ კომუნალურ გადასახადებში? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" 100 ადამიანი გამოკითხა.

შედეგმა აჩვენა, რომ გამოკითხული ასი რესპოდენტიდან, ყოველი მეორე კომუნალურ გადასახადებში 100-150 ლარს იხდის. ყოველი მეხუთე ადამიანისთვის ეს მაჩვენებელი 50-დან 100 ლარამდეა, ხოლო ყოველი მეშვიდე ადამიანი 50-ლარიან ლიმიტში ეტევა. მოსახლეობის 10-12% კი კომუნალურ გადასახადებში 200 ლარზე მეტს ხარჯავს.

ამ მონაცემებს თუ დავამატებთ ინტერნეტის, ტელეფონისა და სხვა ტიპის გადასახადის ხარჯს, რაც ასევე აწვება ოჯახის ბიუჯეტს, საკმაოდ დიდ თანხას მივიღებთ.

"რეზონანსმა" სპეციალისტების აზრი შეაჯამა საქართველოში ხელფასისა და ხარჯის თანაფარდობისა და "მოკლე საბნის" პრინციპით მცხოვრები ხალხის შესახებ.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობას კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს. გაცილებით მეტ თავსატეხს მათ ზამთრის სეზონი უქმნის და არ არის გამორიცხული, ამ ხარჯთან გამკლავება ბევრმა ოჯახმა ვერც შეძლოს.

"დიდი მნიშვნელობა აქვს საშუალო ხელფასის მაჩვენებელს, თუ რის მიხედვით მოხდა მისი განსაზღვრა. რამდენადაც ვიცით, საშუალო ხელფასი მაღალხელფასიანი მოქალაქეების გამოისობითაა გაზრდილი. მაღალი და დაბალი შემოსავლების კატეგორიებს შორის უთანაბრობა კატასტროფულად დიდია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მცირეხელფასიანია.

გამოკითხის შედეგით თუ ვიმსჯელებთ, დასაქმებულების 15% მძიმე მდგომარეობაშია. ელემენტარულად, მათ არ აქვთ საშუალება მინიმალური ხარჯი გასწიონ. სხვათა შორის, არც 200 ლარია ის თანხა, რომ ადამიანებმა ამ თანხით კარგი ცხოვრება მოიწყონ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ხარჯთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ის კატეგორია, ვინც კომუნალურ გადასახადებში 50 ლარამდე ხარჯავს, ზამთრის სეზონზე სერიოზულ პრობლემას აწყდება. სამწუხაროდ, ასეთი შეუსაბამობა ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონს ქმნის", - აცხადებს სილაგაძე.

მისი აზრით, მთავრობას ამ პრობლემის გასამკლავებლად სერიოზული მუშაობა მოუწევს და მისი შემდგომი წარმატებაც ამ სოციალური პრობლემის დაძლევაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული.

"ცხადია, კომუნალური გადასახადის გარდა, არის სხვა ხარჯიც, ბევრი ოჯახისთვის ასეთია სწავლის გადასახადი. აშკარა უთანასწორობაა, მთლიანობაში, საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელთანაც მთავრობას შეჯახება უხდება. როგორ გაართმევს თავს, დიდწილად ამაზეა დღევანდელი ხელისუფლების წარმატება-წარუმატებლობა დამოკიდებული", - დასძენს იგი.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ექსპერტს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძეს, რომლის შეფასებითაც, საქართველოს მოსახლეობის დიდზე დიდი უმრავლესობა უკიდურესობის წინაშეა.

"ოჯახის ხარჯებში კომუნალური გადასახადის წილი ძალიან მაღალია, იმდენად დიდი, რომ არ რჩება ადგილი ისეთი ხარჯისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ელემენტარულად, ადამიანები საკვების შეძენას ვერ ახერხებენ. საქართველოში მილიონი ოჯახიდან 800 ათასს ფულადი შემოსავალი თვითდასაქმების გზით აქვს. ამ ადამიანებისთვის იმდენად დიდია კომუნალური გადასახადის ხარჯი, რომ სხვა არაფრისთვის რჩება ადგილი, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე.

ჩვენ გვჭირდება სიღარიბისა და უთანასწორობის ანალიზი. კატასტროფული შეუსაბამობაა ოჯახის როგორც შემოსავალ-გასავალში, ასევე პრიორიტეტებშიც", - აცხადებს ექსპერტი.



წყარო "რეზონანსი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42