საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა - სერგეენკო
საზოგადოება - 15:56, 10 Oct, 2014     1288

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, 2015 წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებების დაფინანსების ზრდის მიზეზებს განმარტავს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდის საჭიროება ქვეყანაში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდამ და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებამ გამოიწვია.

მინისტრის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობის რაოდენობა 8 ათასით გაიზარდა, რამაც შესაბამისად გაზარდა ბიუჯეტის ხარჯები. მინისტრი აცხადებს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი სწორედ ამ დადებითი ტენდენციების გაგრძელებას მოხმარდება.

„საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა და ეს ძალიან სასიხარულოა. საბედნიეროდ, არის ტენდენცია, რომ ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია. 8 ათასით მეტი პენსიონერი ნიშნავს თვეში მილიონ 200 ათასით და წელიწადში 14,5 მილიონით მეტ გასაცემელს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42