ავტობანის ახალი მონაკვეთი გაიხსნა
საზოგადოება - 15:25, 10 Oct, 2014     1950

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მშენებარე მონაკვეთზე 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა.

დღეიდან, აღნიშნულ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთვება.

რუისი–აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე საერთო ჯამში 19 კილომეტრია. პროექტის ღირებულება, რომლის მშენებლობასაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, 70 მილიონი ლარია. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მოსახლეობაა.

პროექტი ითვალისწინებს, აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობას, სადაც 5 გზაგამტარი და 3 სახიდე გადასასვლელი აშენდება.

რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, გაუმჯობესდება საგზაო ქსელი, მოხდება მისი მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება, ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე.

E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის დარჩენილ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება, მშენებლობა სრულად 2015 წელს დასრულდება.

წლის ბოლომდე, რუისი–აგარას მონაკვეთზე ჯამში ახალი 11 კილომეტრი და ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრი გზა გაიხსნება.

დღეს ავტობანის ახალი მონაკვეთის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა გახსნეს. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებელი კომპანიის „ჩაინა ნუქლიარ ინდასთრის“ დირექტორი ჰან ნაიშანი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42